საბავშვო ბიზნეს სკოლა

საბავშვო ბიზნეს სკოლა

ვინ თქვა ბიზნესი ბავშვის საქმე არ არისო ?! საბავშვო ბიზნეს სკოლა - ეს არის ადგილი, სადაც თქვენი შვილი შეძლებს - მისი კრეატიული იდეების განხორციელებას, ბიზნეს და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას, ახალი მეგობრების შეძენას და, რაც მთავარია, იმ ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების დახვეწას რომლებიც მომავალში აუცილებლად გახდება მისი წარმატების გარანტი.
დღეს მსოფლიოში ბევრი 20 წლამდე მილიონერია, რომლებმაც თავიანთი იდეების განხორციელება ადრეული ასაკიდან დაიწყეს და შედეგსაც მალე მიაღწიეს, ბიზნეს ხედვა, ლიდერული უნარ-ჩვევები და საკუთარი აზრის გამოთქმის კულტურა მსგავს საქმეში დიდ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, კომპანია „ქლევერტონმა“ და „ლოგიკმეტრმა“ მიზნად დავისახეთ არაფორმალური განათლების, ფინურ მეთოდოლოგიისა და ე.წ კეთებით სწავლების პრინციპით ჩვენს მოსწავლეებს შევუქმნათ ყველა ის პირობა, რომელიც იდეების განხორციელებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
ორგანიზაცია „ქლევერტონის“ გამოცდილი ტრენერები, რომლებიც გარდა საბავშვო ბიზნეს სკოლისა სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიან, ხელმძღვანელობენ სტარტაპ კომპანიებს და ატარებენ ტრეინინგებს კრეატიული აზროვნების, მეწარმეობის, მარკეტინგის, აზროვნების დიზაინის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჩვენთან სწავლების უმაღლესი ხარისხია, რომელსაც საქმის პროფესიონალები გთავაზობენ.
საბავშვო ბიზნეს სკოლის კურსი გრძელდება 9 თვის განმავლობაში, ჯამში 3 თვიანი 3 მოდული, კურსი პირობითად დაყოფილია 3 დონედ, რომლებიც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებზეა მორგებული.

 

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229