პროგრამირება

პროგრამირება

კომპიუტერული მეცნიერებების შესავალი

პროგრამირება ჩვენს თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მისი არსი რთული მოცემულობების მარტივი ხელსაწყოებით გადაჭრაა. სწორედ ამიტომ, ლოგიკმეტრში არ ვასწავლით ერთ კონკრეტულ გზას ამოცანის ამოსახსნელად, ჩვენი მიზანია ბავშვებმა შეძლონ ერთი შეხედვით რთული ამოცანის მარტივ, უკვე ცნობილ ქვეამოცანებად დაშლა.

პროგრამირების კურსის ფარგლებში, მოსწავლე რობოტი „Reeborg“-ის გამოყენებით შეისწავლის და გამოიკვლევს პროგრამირების იდეებს. ყოველდღიურ პრობლემებს რობოტის დახმარებით მარტივად გადაჭრის და ისწავლის ისეთი რთული კონცეფციების საფუძვლებს, როგორიც ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურებია.

რატომ Python?
მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში პროგრამირების ენამ განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა და დღესდღეობით ყველაზე გამოყენებად და ადვილად აღსაქმელ ენად ჩამოყალიბდა. პითონის გამოყენებით შეიქმნა თავად google, youtube და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი, გლობალური ვებ-გვერდი.

სწავლის შედეგები
პროგრამული ენა python-ის ძირითადი ცნებები.
პროგრამის დაწერა python-ის გამოყენებით.
ამოცანის დაშლა მარტივ ქვეამოცანებად და ამოხსნის გზის ავტომატიზირება.
მარტივად წაკითხვადი პროგრამის დაწერა.
დაწერილი პროგრამის გაანალიზება.
მარტივი თამაშის შექმნა

სასწავლო გეგმა
პროგრამირების საფუძვლები
მათემატიკური ამოცანების ამოხსნა პროგრამირების გამოყენებით
ალგორითმის და პროგრამის განსხვავება, for და while ციკლები.
კომენტარები, შეცდომის ღირებულება და სწორად დაგეგმვის მნიშვნელობა
ფუნქციები, დეკომპოზიცია,
პროგრამული ობიექტები, რამდენიმე რობოტი და მათი გადაადგილება
ცვლადები და მონაცემთა ტიპები, if / elif / else 8) python როგორც OOP, მეთოდები, საკუთარი კლასები
ბიბლიოთეკები (random, math)
სტატიკური ტიპები, None-ტიპი
მონაცემთა სტრუქტურები- list და dict 12) მარტივი ალგორითმები
არც ისე მარტივი ალგორითმები

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229