ლოგიკმეტრის გუნდისგან - MathCafe
01 მაისი 2017

MathCafe (მასკაფე) გაიხსნა. სასწავლო პროცესის პარალელურად, რა დროსაც ბავშვები კრეატიული მეთოდებით იღრმავენებ მათემატიკურ უნარებს, მშობლებს ინტერაქციის საშუალება ეძლევათ. უგემრიელესი ყავა და ჯანსაღი საკვები ჩვენს მენიუშია.

 

 

 

ეს არის სივრცე სადაც ყველას შეუძლია კომფორტულ გარემოში იმუშაოს, გამართოს შეხვედრები. MathCafe არის ადგილი შემოქმედებითი და შემეცნებითი ღონისძიებებისთვის:

საჯარო ლექციები;

ღია დისკუსიები;

წიგნების წარდგენა (პრეზენტაციები);

შემეცნებითი და კრეატიული აქტივობები.

 

დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს ცნობილ ლიტერატორებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, მწერლებს, მხატვრებსა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანებს, გაიგოს მეტი წიგნების ახალი გამოცემების შესახებ, ან უბრალოდ მოვიდნენ და იმუშაონ თანამედროვე გარემოში.

 

მასკაფე ღიაა ყოველდღე 10:00-20:00 საათებში.

გვესტუმრეთ და გაგვახარეთ.

www.facebook.com/mathcafe.logicmeter

www.facebook.com/logicmeter

ყველა სიახლე »