რა ხდება ლოგიკმეტრის მათემატიკური წიგნიერების თითოეულ გაკვეთილზე
03 ნოემბერი 2017

ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს, ამიტომაც მოკლე აღწერას გთავაზობთ:

✔ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა - სესიის ძირითადი დრო ეთმობა მსჯელობას სხვადასხვა რთულ ამოცანებზე, რომ ბავშვებმა გაიღრმავონ კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები. პედაგოგი ხელმძღვანელობს აქტიურ დისკუსიას და მოსწავლეები თავად ეძებენ სწორ გზებს.

 

✔გუნდური აქტივობები - სხვადასხვა მოქმედებების შესრულებისას მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ და ეჩვევიან აზრის გაცვლას, კონტრ-არგუმენტების მოძიებასა და საკუთარი პოზიციის დაცვას, მუშაობისას ხვდებიან საკუთარ შეცდომებსაც და შესაბამის მიზეზებს.

 

✔სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენება - აქტივობები არ ხდება დაფასთან ტრადიციული მეთოდებით, არამედ პედაგოგი ხშირად იყენებს სპეციალურ ინსტურმენტებს, თვალსაჩინო ნიმუშებსა და ვიზუალურ ეფექტებს, რომ მოქმედება დასამახსოვრებელი და მარტივად გასაგები იყოს მოსწავლისთვის.

 

✔ტესტებზე მუშაობა - ნებისმიერ საქმის წარმატება ორი კრიტერიუმით იზომება: სწორი პასუხების სწრაფად მოძებნა. ამიტომაც, თითოეულ გაკვეთილზე ბავშვები ეჩვევიან ტესტებზე მუშაობას პედაგოგის აქტიური დახმარებით და ამ გზით უმუშავდებათ უნარები, რაც ყველა წამყვან უნივერსიტეტში მოსახვედრად არის საჭირო.

✔ტექსტის გააზრება - თუკი მათემატიკურ უნარებს კარგად ვფლობთ, მაგრამ გვიჭირს ტექსტის გააზრება, ანგარიშშიც შევცდებით. ამიტომაც, კონკრეტული ტექსტების წაკითხვა, ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ქცევის მოტივების ამოცნობა, დაფარული ინფორმაციის ამოღება და ტექსტებთან მუშაობის სხვა მიმართულებებიც გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

✔სამყაროს შეცნობა - რაც მთავარია თითოეული გაკვეთილის შეჯამება, რომ მოსწავლემ მიღებული ცოდნა მის გარშემო არსებულ რეალობას დაუკავშიროს, მეთოდოლოგიის ქვაკუთხედია.

ეს არის ძალიან მოკლე ინფორმაცია, თუ რა ხდება ლოგიკმეტრის თითეულ გაკვეთილზე. 

 

ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას❗

შემოგვიერთდი:


 

ყველა სიახლე »