მათემატიკური წიგნიერების გამავრცელებელი ინიციატივა!
11 ოქტომბერი 2018
ლოგიკმეტრი მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია საქართველოში მათემატიკური წიგნიერების გავრცელება ზოგადი განათლების სფეროში.
 
პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევიან პედაგოგები, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს და გაეცნობიან მათემატიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლებისა და შეფასების მიზნით.
 
გადამზადების შემდეგ მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ საგაკვეთილო პროცესში დანერგონ სიახლეები და მოსწავლეებთან ერთად იმუშაონ ლოგიკმეტრის ელექტრონულ პორტალზე, რომელიც ჯამში მილიონამდე ამოცანასა და ტესტს მოიცავს. მასწავლებელი ასევე მიიღებს ერთჯერად ფულად პრემიას ლოგიკმეტრისგან.
 
პროექტის პირველი მონაწილე პედაგოგები იქნებიან ქალაქ გორის მე-11 და საზღვრისპირა სოფლის, ქვეშის, საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები.
 
საპილოტე რეჟიმში ლოგიკმეტრმა პროექტის პირველი მონაწილეები თავად შეარჩია, თუმცა პროექტის შემდეგ ეტაპზე გამოხმაურებას ველით განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა წარმომადგენლისგან.
 
განათლების სფეროს ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დაასახელოს მათემატიკის პედაგოგი, შეავსოს სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულად და გამოგვიგზავნოს ელ-ფოსტაზე:   info@logicmeter.com (სათაურის ველში მიუთითეთ "მათემატიკური წიგნიერების გამავრცელებელი ინიციატივა").
 
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ გმულზე: ბმული>>
 
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე!
 
ლოგიკმეტრის გუნდი.
ყველა სიახლე »