პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებების შესავალი
16 დეკემბერი 2018

ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე სასწავლო ცენტრი, პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების შესავალს ამატებს!

პროგრამირება ჩვენს თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მისი არსი რთული მოცემულობების მარტივი ხელსაწყოებით გადაჭრაა. სწორედ ამიტომ, ლოგიკმეტრში არ ვასწავლით ერთ კონკრეტულ გზას ამოცანის ამოსახსნელად, ჩვენი მიზანია ბავშვებმა შეძლონ ერთი შეხედვით რთული ამოცანის მარტივ, უკვე ცნობილ ქვეამოცანებად დაშლა.

პროგრამირების კურსის ფარგლებში, მოსწავლე რობოტი „Reeborg“-ის გამოყენებით შეისწავლის და გამოიკვლევს პროგრამირების იდეებს. ყოველდღიურ პრობლემებს რობოტის დახმარებით მარტივად გადაჭრის და ისწავლის ისეთი რთული კონცეფციების საფუძვლებს, როგორიც ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურებია.

რატომ Python?
მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში პროგრამირების ენამ განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა და დღესდღეობით ყველაზე გამოყენებად და ადვილად აღსაქმელ ენად ჩამოყალიბდა. პითონის გამოყენებით შეიქმნა თავად google, youtube და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი, გლობალური ვებ-გვერდი.

ასაკი: 11-დან 15-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: I საფეხური(11, 12 წლის); II საფეხური(13, 14, 15 წლის);
შუა კვირაში 2 ვიზიტი (თითო 1 სთ. 30 წთ.); 17:00-დან 18:30-მდე.
ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი;
ფასი: თვე (ანუ 8 სესია) 135 ლარი.
სწავლა იწყება 14 იანვრის კვირიდან;

სწავლების გეგმა და შედეგები იხილეთ ბმულზე: ბმული>>

დეტალებისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის პირადი შეტყობინებების საშუალებით ან დაგვიკავშირდით: 2 200 229

ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას!

ყველა სიახლე »