ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ მოცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ჩვენი სერვისების შესახებ.
___________________________________________________________
როგორ უნდა დავარეგისტრირო ბავშვი სასწავლო ცენტრში?
გზა 1: თქვენ უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე , შეავსოთ ყველა საჭირო ველი და გადაიხადოთ სწავლის საფასური:
იხილეთ რეგისტრაციის გვერდი
დაგეგმეთ ვიზიტი
გზა 2: დაგვიკავშირდით, დაგეგმეთ ვიზიტი, ეწვიეთ ცენტრს და ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან რეგისტრაციის გავლაში.
info@logicmeter.com
0322 200 229
რა ღირს სწავლა ლოგიკმეტრში?
1. მათემატიკა-წიგნიერება (ლოგიკური მსჯელობა; შემეცნება; ტექსტის ანალიზი):
ასაკი: 5-დან 13-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: 0-1-2-3-4-5-6-7;
შაბათს 1 ვიზიტი (2,5 საათი), ფასი: თვე/4 ვიზიტი - 145 ლარი.;
ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი;
2. STEM რობოტექნიკა:
ასაკი: 5-დან 12-წლამდე ბავშვები;
I საფეხური (5, 6, 7, 8 წელი);
II საფეხური (8, 9, 10, 11, 12 წელი).
კვირაში 1 ვიზიტი, 1 სთ. და 40 წთ;
შეხვედრები ტარდება შაბათს;
ჯგუფში მაქსიმუმ 6 ბავშვი;
ფასი: თვე/4 ვიზიტი - 125 ლარი.
3. მათემატიკა (მიკრო ჯგუფები):
ასაკი: 6-დან 13-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: 1-2-3-4-5-6-7
2 ვიზიტი შუა კვირაში, თითო 1 სთ. 30 წთ;
ჯგუფში მაქსიმუმ 3 ბავშვი;
ვიზიტის საფასური: 30 ლარი.
რა შეღავათია ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში?
დიახ, ყოველ მომდევნო ბავშვზე საფასური შეადგენს 10%-ით ნაკლებს.
როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?
გადახდის მიზნით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და აირჩიოთ სერვისები. თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, ეწვიეთ თქვენს პროფილს, რათა იხილოთ საწევროს საფასური ან ხელახლა აირჩიოთ სასურველი სერვისები. ამის შემდეგ საფასურის გადახდას 2 გზით შეძლებთ:
1 - გაიარეთ ავტორიზაცია, შედით თქვენს პროფილში, VISA და MASTERCARD ბარათებით გადაიხადეთ საფასური, რომელსაც სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ.
ან
2 - საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებზე (Express Pay) აირჩიეთ სექცია „სხვა“, შემდეგ "განათლება", მოძებნეთ ლოგიკმეტრი და შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის ნომერი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში.
შეგახსენებთ, რომ 1 წლიანი წევრობის შემთხვევაში თქვენ მნიშვნელოვან დანაზოგს გააკეთებთ, ხოლო ბავშვს ულიმიტო წვდომა ექნება რესურსზე ხანგრძლივი დროით.
სასწავლო პერიოდი და სწავლის დაწყება
თითოეულ საფეხურზე სასწავლო პროგრამა გაწერილია 9 თვეზე. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ. ნებისმიერ მსურველს სასწავლო წლის შუა პერიოდშიც შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი და ჩასვას ჯგუფში. დიაგნოსტიკის ტესტის საშუალებით, მასწავლებელი ადგენს ბავშვის ცოდნის დონეს, აფასებს მის უნარებსა და შესაძლებლობებს, გეგმავს მისთვის მორგებულ სასწავლო პროცესს, რომ მოსწავლემ სრულყოფილად შეძლოს მასალის ათვისება. საჭიროების შემთხვევაში ბავშვს ენიშნება დამატებითი ინდივიდუალური გაკვეთილები უფასოდ.
როგორ შევადგინო გრაფიკი?
რეგისტრაციის გვერდზე მოცემულია კვირის დღეები და დროები. შესაბამისი ველების მონიშვნით ადგენთ სასურველ გრაფიკს: იხილეთ რეგისტრაციის გვერდი
როგორ მივიღო ინფორმაცია სასწავლო პროცესში ბავშვის შედეგზე?
ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ყოველკვირეულ ანგარიშებს. ხოლო თუ ეწვევით თქვენს პროფილს, შეძლებთ დაათვალიეროთ დეტალური სტატისტიკა.
გაიცემა თუ არა სერთიფიკატები?
დიახ, მოსწავლეებს წახალისების მიზნით სისტემატიურად გადაეცემათ სერთიფიკატები. პედაგოგები მშობლებთან კომუნიკაციის გზით შეიმუშავებენ მოტივაციის დამატებით ფორმებს.
________________________________________________________________________________________________________________________
ან
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229