ელექტრონიკა რობოტოტექნიკა

STEM რობოტექნიკა

როგორ ვასწავლით

ეს კურსი დაფუძნებულია LEGO Education-ის მეთოდოლოგიაზე და მრავალწლიან გამოცდილებაზე, რაც დააგროვა ამ ორგანიზაციამ არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მუშაობისას. სწავლების მიზანია სხვადასხვა თეორიის ცხოვრებისეული ელემენტებით ახსნა და ცოდნის მიღების პროცესის გახალისება. ფიზიკური და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ეჩვევიან შემოქმედებით აზროვნებას და პოულობენ სხვადასხვა გზას თავიანთი პოტენციალის გამოვლენისთვის. ეს მიდგომა აღვივებს ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერინგისა და მათემატიკის მიმართულებებით (STEM).

კომპანია ლეგომ თამაშის ფორმით სწავლების პროცესზე და ცოდნის მიღების თავისებურებებზე 80 წლიანი დაკვირვება გადაიტანა მეთოდოლოგიაში, რომელიც საჯარო გახდა მსოფლიოს მასშტაბით. სწავლების მიდგომა აგებულია “4C” პრინციპზე:

Connect - დაკავშირება: თემის და ამოცანის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა უნდა დასვან კონკრეტული კითხვები და თავიანთი ცოდნითვე უპასუხონ მათ.
Construct - კონსტრუირება: ყოველი ამოცანა მოიცავს აგების თუ აწყობის აქტივობებს, რომ ჩატარდეს ექსპერიმენტები თანამშრომლობის გზით.
Contemplate - გააზრება: მოსწავლეები მსჯელობენ იმაზე თუ რა ისწავლეს და ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს.
Continue - განგრძობადობა: ყოველი ამოცანა და დავალება სრულდება ახალი ამოცანით და დავალებით, რომელიც ეფუძნება მიღებულ ცოდნას, რომ მოსწავლეები მოტივირებულნი და ცნობისმოყვარენი დარჩნენ.

©2017 The LEGO Group.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229