მთავარი იდეა
სასწავლო ცენტრი
ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრი გამორჩეული სიახლეა საქართველოს განათლების სფეროში. ჩვენ ვასწავლით მათემატიკას არა მხოლოდ ტრადიციული მიდგომით, არამედ თანამედროვე კონცეფციების გამოყენებით ვეხმარებით ბავშვებს უკეთ აითვისონ მათემატიკის მასალა და შედეგად გაიუმჯობესონ კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება. ________________________________________________________________________________________________________________________
გავაუმჯობესოთ უნარები
ცენტრის მუშაობის პრინციპები მოზარდთა ნიჭის გამოვლენაზეა მორგებული. ბავშვური სამყაროდან მათ მალე ჰიპერკონკურენტულ გარემოში გადანაცვლება მოუწევთ, სადაც არაერთი ცხოვრებისეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, ამისთვის კი დღეიდანვე უნდა მოემზადონ. ცენტრის პედაგოგები და დამკვირვებლები იზრუნებენ, რომ ბავშვებს საჭირო უნარები განუვითარდეთ, რაც დეტალებზე დაკვირვებას, პრობლემების გადაჭრას და შედეგებზე ორიენტაციას ასწავლის.
________________________________________________________________________________________________________________________
...და ეს ყველაფერი ხდება სახალისო, ინტერაქციული და მოზარდებისთვის საინტერესო კონცეფციების გამოყენებით (იხილეთ მეთოდოლოგია). მოდით ერთად მოვამზადოთ ისინი უნივერსიტეტის, კარიერისა და წარმატებული ცხოვრებისთვის.