გამოყენების პირობები
ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრის მომსახურების წესები და პირობები:
___________________________________________________________
1. კომპანიის შესახებ
1.1. კომპანია ლოგიკმეტრი (შემდგომში კომპანია) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია საქართველოში წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებისათვის შესაბამისი განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლება, მოტივაციის, ხალისისა და ენთუზიაზმის შეტანა სწავლისა და ცოდნის შემოწმების პროცესში.
1.2. ამ მიზნით გახსნილია სასწავლო ცენტრები, სადაც შესაბამისი ასაკის მოზარდები ირიცხებიან მათემატიკისა და წიგნიერების ჯგუფებში, გადიან პროგრამას კომპანიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიით და აწვდიან ანგარიშების მშობლებსა თუ მეურვეებს.
1.3. ცენტრების მდებარეობა, მიღების წესები, სწავლების მეთოდოლოგიის აღწერა, საფასური და ყველა სხვა პირობა აღწერილია ამ დოკუმენტსა და ცენტრის ვებ-გვერდზე. ეს პირობები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს კომპანიის მიერ ექსკლუზიურად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
1.4. ცენტრის ვებ-გვერდის მისამართია www.center.logicmeter.com. ცენტრში მიღებული მოსწავლეები ასევე სარგებლობენ კომპანიის ელექტრონული სასწავლო ვებ-გვერდით, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www.logicmeter.com. ელექტრონული სასწავლო ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები განთავსებულია ამ ვებ-გვერდის შესაბამის ველში.
2. ცენტრში რეგისტრაცია
2.1 ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია იმ ჯგუფების შესახებ, სადაც მიმდინარეობს მოსწავლეთა ჩარიცხვა.
2.2 მშობელი ან მეურვე არეგისტრირებს მოსწავლეს ორი გზით:
2.2.1 ელექტრონული ფორმით - შედის ვებ-გვერდის შესაბამის ველზე, ავსებს ყველა საჭირო ინფორმაციას, იხდის გადასახადს და ასრულებს რეგისტრაციას.
2.2.2 ცენტრში ვიზიტის ფორმით - საჭიროა ვიზიტის დაგეგმვა, ცენტრში მოსვლა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება, სწავლების საფასურის გადახდა და რეგიტრაციის დასრულება.
2.3 რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც თანახმაა ვებ-გვერდზე არსებული მეთოდოლოგიითა და მასალებით დაეხმაროს ბავშვს მიიღოს შესაბამისი ცოდნა და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე ეთანხმება ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენების წესებსა და პირობებს.
2.4 მომხმარებელი რეგისტრირდება მინიმუმ სამი თვით. სავალდებულოა სამი თვის წევრობის საფასურის გადახდა. სისტემა საშუალებას იძლება წევრობის საფასური ყოველთვიურად დაფაროს მომხმარებელმა.
2.5 მშობელი ვალდებულია, წინასწარ, რეგისტრაციის პროცესში აცნობოს ცენტრის ადმინისტრაციას ქრონიკული დაავადებების, ფსიქოლოგიური შეფასების არსებობის ან ნებისმიერი გასათვალისწინებელი განსაკუთრებული გარემოების შესახებ.
2.6 მომხმარებელმა, წევრობის შეწყვეტის შესახებ, მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს ადმინისტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულია დაფაროს გაცდენილი მეცადინეობების საფასური.
3. კონფიდენციალობა
3.1 რეგისტრირებულმა პირმა უნდა დაიცვას სარეგისტრაციო და სხვა მონაცემების კონფიდენციალობა, არ გაანდოს ის მესამე პირს და არ დაუშვას მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენება ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისებით სარგებლობის ან/და სხვა მიზნით. პაროლის საიდუმლოობასა და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თავად მომხმარებელს. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მისი სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებით ჩადენილ ყველანაირ ქმედებებზე. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია უსაფრთხოდ ინახება კომპანიასთან და რჩება კონფიდენციალური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გადაცემას.
3.2 ვებ-გვერდმა, შესაძლოა, გამოიყენოს ე.წ. cookies იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ვებ-გვერდის გამოყენება და დაეხმაროს ვებ-გვერდს ფუნქციონირებაში. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ვებ-გვერდზე შემოსვლისას გაქვთ თუ არა ავტორიზაცია გავლილი. ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ანალიზისთვის, მაგალითად იმისთვის: რათა დავადგინოთ პორტალით სარგებლობის დროს მომხმარებლისთვის წარმოქმნილი შეფერხება.
3.3 ბრაუზერების უმეტესობაში გათვალსწინებულია cookies ავტომატურად შენახვა. მიუხედავად აღნიშნულისა თუ თქვენ გადაწყვეტთ კომპიუტერის ისტორიიდან მათ წაშლას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პორტალზე გარკვეული ფუნქციები შესაძლოა აღარ იყოს თქვენთვის ხელმისაწვდომი.
4. ცენტრის მეთოდოლოგია
4.1 ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრის მეთოდოლოგია მოიცავს მათემატიკისა და წიგნიერების მიმართულებებს.
4.2 რესურსი დაყოფილია საფეხურების, თემებისა და უნარების შესაბამისად.
4.3 მეთოდოლოგია მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს, ასევე აშშ-ს სტანდარტებს (common core standards), იმ მიზნით, რომ სწავლება ახლოს იყოს საერთაშორისო მოთხოვნებთან.
4.4 ამ წესებზე თანხმობის მიცემით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ლოგიკმეტრის რესურსი მოიცავს როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას, ასევე აშშ-ს სტანდარტებზე დაყრდნობით მომზადებულ ამოცანებს, შესაბამისი სირთულის, პირობის დასმისა და ლექსიკის გათვალისწინებით და მისაღებია მისთვის; ასევე აცნობიერებს, რომ ცენტრში სწავლება არ გულისხმობს რაიმე სამართლებრივი სტატუსის მოპოვებას (მაგალითად საშუალო სკოლის ატესტატი და სხვა).
4.5 სწავლების მეთოდოლოგია მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რაც კომპანიის ექსკლუზიური უფლებაა და არ არის სავალდებულო მესამე პირებთან შეთანხმება.
5. ანგარიშები
5.1 ცენტრის მოსწავლის შედეგების შესახებ მშობელი/მეურვე იღებს ყოველკვირეულ ანგარიშებს კონკრეტული კვირის განმავლობაში ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენების შესახებ.
5.2 ანგარიში იგზავნება მათემატიკისა და წიგნიერებისთვის ცალ-ცალკე.
5.3 ანგარიში მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მოსწავლემ მოცემულ პერიოდში რა დრო დაჰყო სისტემაში, რომელი საფეხურის, თემისა თუ უნარების რამდენ ამოცანასა და ტესტს გასცა პასუხი. მათ შორის ნაჩვენები იქნება სწორი და არასწორი პასუხებიც.
5.4 პროგრესის შესახებ დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია სტატისტიკის ხილვა თითოეული რეგისტრირებულის პროფილში.
5.5 ყოველი კვარტლის ბოლოს იგზავნება დაბეჭდილი ანგარიშები.
5.6 ანგარიშები განკუთვნილია მხოლოდ რეგისტრირებული პირისთვის და კომპანია იცავს მათ კონფიდენციალობას.
6. ცენტრის უფლებები
6.1 ცენტრში რეგისტრაციით, მომხმარებელი თანახმაა, გამოიყენოს კომპანიამ მისი და წევრების პირადი მონაცემები და რეგისტრაციის დროს მიწოდებული სხვა ინფორმაცია, სერვისების გაუმჯობესების მიზნით ან/და სხვადასხვა სტატისტიკისა თუ მარკეტინგული მიზნებისთვის.
6.2 ლოგიკმეტრი ადასტურებს, რომ ამგვარი მიზნებისთვის მომხმარებლისა და წევრის პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა არ მოხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
6.3 ტექნიკური ხარვეზების შესწორების, სერვისების გაუმჯობესების, რესურსის გაუმჯობესების, ახალი ინფორმაციის განთავსებისა ან/და კომპანიისგან დამოუკიდებელი ფაქტორების (პროვაიდერის, ინტერნეტის მიწოდების ხარისხის და სხვა) მიზეზით ცენტრის ვებ-გვერდის ფუნქციონირება შესაძლოა პერიოდულად დროებით შეიზღუდოს, რაც არ წარმოშობს მომხმარებლის ან/და სხვა პირის მიმართ კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობას.
6.4 ცენტრს უფლება აქვს შეცვალოს სერვისები, შეცვალოს საფასო პოლიტიკა იმ ფორმით, როგორც კომპანია ჩათვლის საჭიროდ.
6.5 ლოგიკმეტრის ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს, ბავშვების მონაწილეობით სარეკლამო ვიდეორგოლებისა და ფოტოების გადაღება. თუ მშობელი წინააღმდეგია თავისი შვილის ფოტო და ვიდეო მასალა აიტვირთოს ლოგიკმეტრის გვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ვალდებულია აღნიშნული წინასწარ აცნობოს ცენტრის ადმინისტრაციას.
7. ცენტრში ქცევის წესები
7.1 ცენტრში ყოფნის, გაკვეთილების, ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენების დროს, რეგისტრირებული ვალდებულია, დაიცვას დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები; ასევე სხვა რეგისტრირებულის კანონიერი ინტერესები.
7.2 ლოგიკმეტრის გუნდი პასუხისმგებელია ცენტრის მოსწავლეებზე მხოლოდ ცენტრის ტერიტორიაზე ან ცენტრის მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებზე.
7.3 მშობელი ან მეურვე პასუხისმგებელია, გაკვეთილის დასრულებისას თავად უზრუნველყოს ბავშვის გაყვანა ცენტრიდან, ან ეს ფუნქცია დააკისროს მის მიერ მინდობილ პირს.
7.4 მშობელი ვალდებულია, გააფრთხილოს ცენტრის ადმინისტრაცია მოსწავლის სპეციალური სამედიცინო საჭიროებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.5 სხვა მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინების გამო მშობელი ვალდებულია არ მიიყვანოს მოსწავლე ცენტრში იმ დღეს, როდესაც მოსწავლეს აქვს ვირუსის ან მსგავსი ნიშნები.
7.6 მშობელმა მოსწავლე დროულად უნდა მოიყვანოს გაკვეთილზე.
7.7 მოსწავლის გაყვანა ცენტრიდან უნდა მოხდეს დროულად გაკვეთილის დასრულების შემდგომ.
7.8 მშობელმა უნდა გააფრთხილოს მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე, თუ მოსწავლე აცდენს გაკვეთილს.
7.9 სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მობილურ ტელეფონებს ან სხვა ტექნიკას, რომელსაც სასწავლო დანიშნულებით არ ვიყენებთ, შეაგროვებს მასწავლებელი და შეინახავს გაკვეთილის დასრულებამდე.
8. აკრძალული ნივთები ცენტრში
8.1. ცენტრში აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:
8.1.1 თამბაქოს ნაწარმი
8.1.2 ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები
8.1.3 სანთებელა ან ასანთი
8.1.4 ალკოჰოლური საშუალებები
8.1.5 ძვირადღირებული ნივთები, ან დიდი ოდენობის ფული
8.1.6 აზარტული თამაშების საშუალებები
8.1.7 ნარკოტიკული საშუალებები
8.1.8 ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერება
9. კანონმდებლობა
9.1 ცენტრსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
9.2 კომპანიასა და მომხმარებელს შორის რაიმე გაუგებრობის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან შეთანხმდნენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავები განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
________________________________________________________________________________________________________________________
ან
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229