წიგნიერება

წიგნიერება

როგორ ვასწავლით

წიგნიერების მარტივი განმარტება წერისა და კითხვის ცოდნაა, თუმცა ლოგიკმეტრში წიგნიერების სწავლა სამყაროს შეცნობის უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევაყვაროთ არა მხოლოდ კითხვა, არამედ დავეხმაროთ მათ შეიძინონ კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის, მარტივი და კომპლექსური დასკვნების გამოტანის უნარები. სწავლების პროცესში ბავშვები გაეცნობიან როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.

წიგნიერების სწავლების კონტეპტუალურად განსხვავებული მიდგომა ბავშვებს ცხოვრების არაერთ ეტაპზე დაეხმარება.

დასახული მიზნების შესასრულებლად ჩვენ განსხვავებულ მიდგომას ვირჩევთ:

თითოეულ ბავშვზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი ბავშვის ობიექტურად შეფასების, რელევანტური სასწავლო კურსის შემუშავებისა და გაკვეთლების სწორად დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას კრეატიული სწავლების მეთოდის გამოყენებით ვფარავთ (კეთებით სწავლება, როლური თამაშები და სხვა);
სწავლების პროცესში ვიყენებთ სავარჯიშო ფურცლებს, სხვადასხვა თვალსაჩინოებებს და ასევე ჩვენი ონლაინ რესურსის წიგნიერების ნაწილს; 
ჩვენი პორტალის დახმარებით, პედაგოგს შეუძლია დავალება გასცეს და ჩაიბაროს ონლაინ. პორტალზე ბავშვებს დახვდებათ საინტერესო, სახალისო, ილუსტრირებული მხატვრული და შემეცნებითი ტექსტები. რესურსის გამოყენებით პედაგოგთან ერთად მშობელიც აკვირდება ბავშვის პროგრესს.

 

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229