ვინ ვართ ჩვენ
მთავარი ჩვენი ღირებულება ჩვენი გუნდია
ლოგიკმეტრის ცენტრის გახსნამდე ყველაზე დიდი დრო გუნდის წევრების შერჩევას დაეთმო. დღეს ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანი მზად არის ბავშვებს განათლების მისაღებად საუკეთესო გარემო შეუქმნას. მოზარდი თაობის წინაშე აღებულ ამ პასუხისმგებლობას სრულად ვაცნობიერებთ და დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით სასწავლო პროცესს. ჩვენ შემდეგი ღირებულებები გვაერთიანებს:
გუნდურობა და გახსნილობა
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს შემოქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და გუნდის ერთიანი სულისკვეთება აუცილებელია სასურველი შედეგების მისაღწევად. ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს ინდივიდუალური და გუნდური ინტერესების ჰარმონიზებისთვის, ყოველთვის ვრჩებით გახსნილი განსხვავებული აზრის მოსმენისა და გათვალისწინებისთვის.
დეტალებზე ორიენტირება
ასი ათასობით ამოცანისა და ტესტის მომზადება შრომატევადი საქმეა, მოითხოვს ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის ისეთ შერწყმას, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გადაცდომები. ვაკვირდებით თითოეულ დეტალს და გვინდა, რომ შედეგებით კმაყოფილი, პირველ რიგში, ჩვენი გუნდი იყოს.
დაფასება და ნდობა
ადამიანი არ არის მექანიკური მოწყობილობა. გუნდის თითოეულ წევრს, შესაძლოა, რაიმე შეეშალოს. ეს არ არის გადაულახავი პრობლემა - ვსაუბრობთ ღიად, ვენდობით ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა
ჩვენ თავისუფალი ადამიანების გუნდი ვართ და ერთად მუშაობა ჩვენივე თავისუფალი არჩევანია. ამასთანავე, საქმეს მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, რომ ერთმანეთს იმედები არ გავუცრუოთ და ბევრი ადამიანის მოლოდინი დროულად გავამართლოთ.
მომავლის ხედვა
ჩვენი ადამიანური ამბიციაა - ახალი სიტყვა ვთქვათ განათლების სფეროში. მიუხედავად ახალი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებისა, ყველაფერი ადამიანების მიერ ასევე ადამიანებისთვის იქმნება. ლოგიკმეტრი მნიშვნელოვანი სოციალური მისიის მატარებელი კომპანიაა. ჩატარებული დიდი სამუშაოს მიუხედავად, ვიცით, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტს შევქმნით.
ჩვენი კორპორაციული ღირებულებები გვეხმარება, რომ:
ყოველთვის შევინარჩუნოთ გუნდურობა.
გვქონდეს გახსნილი და მეგობრული ურთიერთობები.
შევქმნათ სასიამოვნო და სახალისო გარემო შრომისთვის.
კომპანიის წარმატებით ისარგებლოს ჩვენმა გუნდმა და საზოგადოებამ.
________________________________________________________________________________________________________________________
ან
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229