გარემო

გარემო

სწავლა ხალისია

სწავლის ხარისხს განსაზღვრავს არამხოლოდ მასალა და მეთოდოლოგია, არამედ გარემო, სადაც მოზარდებს მუშაობა უწევთ. ლოგიკმეტრის ცენტრის თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 12-ს და ეს პრინციპი ყოველთვის დაცული იქნება.

 

სასწავლო ინსტრუმენტები ინტერესის, ინტერაქციისა და ყურადღების მიპყრობის იმპულსებს იწვევს ბავშვებში. თვალსაჩინოება მეხსიერებისა და ცოდნის გამოყენების უნარს ავითარებს. მაგალითისთვის: 8=4+2+2 შეიძლება უბრალოდ დაიმახსოვრო, მაგრამ რიცხვების სასწორის გამოყენებით მარტივდება ამ უბრალო ოპერაციის პრაქტიკული გააზრება.

პედაგოგები და დამკვირვებლები მეგობრულ, ღია და უშუალო ატმოსფეროს ქმნიან ბავშვებისთვის. ბავშვების პასუხისმგებლობის გრძნობის ასამაღლებლად მათთან კომუნიკაციის მთავარ ფორმად ყოველთვის წახალისებასა და შეთანხმებას ვირჩევთ. მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და მთლიანად ჩვენი გუნდის კეთილგანწყობა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვი  თავს უცხოდ არ გრძნობს, უხარია მოსვლა და ცოდნის შეძენა.

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229