მათემატიკა
როგორ ვასწავლით
ჩვენ მათემატიკას კონცეპტუალური მიდგომით ვასწავლით. აუცილებელია ბავშვმა მათემატიკა მიიღოს როგორც სამყაროს შეცნობის საშუალება და გამოიყენოს ინფორმაციის დამუშავებისა თუ ანალიზისთვის, დაგეგმვისა და დაკვირვებისთვის. ძლიერი მათემატიკური უნარები ცხოვრებისეული წარმატების გასაღებია.
სწავლებისთვის ვიყენებთ უამრავ მასალას, სავარჯიშო ფურცლებს, მათემატიკურ ინსტრუმენტებს, ჩვენს ონლაინ რესურსს (მათემატიკა). პორტალი საშუალებას აძლევს ბავშვს სისტემურად და თანმიმდევრულად მიიღოს ცოდნა. პორტალის მეშვეობით სწავლა საკლასო ოთახის გარეთაც გრძელდება. პედაგოგი არა მხოლოდ გაკვეთილზე აკვირდება ბავშვის განვითარებას, არამედ პორტალზე მის აქტივობასაც ადევნებს თვალყურს. ამგვარი მიდგომა პედაგოგს საშუალებას აძლევს გამოავლინოს ბავშვის საჭიროებები და დაეხმაროს მას.
დღეისათვის ცენტრში 5-დან 13 წლის ასაკის ბავშვებისთვის გაიხსნა ჯგუფები. ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრი ბავშვებს შემდეგ თემებს სთავაზობს:
თვლა განტოლებები ალბათობა მოქმედებები ფულზე მოქმედებები რიცხვებზე ლოგიკა Topics ზომა დრო წილადები შეკრება და გამოკლება გამრავლება და გაყოფა შედარებები
თავის მხრივ, აღნიშნული თემები სხვადასხვა უნარებს მოიცავს, რაც სრულად ფარავს შესაბამისი ასაკისთვის გათვალისწინებულ მასალას.
________________________________________________________________________________________________________________________
ან
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.
ლოგიკმეტრის გუნდი ©
2 200 229