მეთოდოლოგია

მეთოდოლოგია

კვირაში 2 გაკვეთილი მათემატიკაში და წიგნიერებაში
+ ინდივიდუალური დაკვირვება და კონსულტაცია
+ ელექტრონული და ბეჭდური რეპორტინგი
+ შეუზღუდავი წვდომა logicmeter.com-ზე
+ ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი ________________________________________________________________________________________________________________________


კონცეფცია

 

ცენტრის მეთოდოლოგია თემატურად ფარავს ეროვნულ სასწავლო გეგმას მათემატიკაში, ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებს. თუმცა, უმთავრესი მაინც მოზარდის ინტერესებია: როგორ იაზრებს ცოდნის მიღების პროცესს, რას აქცევს ყურადღებას, როგორ აღიქვამს მიწოდებულ ინფორმაციას და როგორ აკავშირებს ცოდნას რეალობასთან? ეს კითხვები ჩვენი მეთოდოლოგიის ფუნდამენტია.
________________________________________________________________________________________________________________________


 რით ვართ გამორჩეული

დაკვირვებამ და საერთაშორისო გამოცდილებამ გვიკარნახა, რომ გაკვეთილების დროს ვიზუალური და პრაქტიკული საშუალებების გამოყენება ბევრად ეფექტურს ხდის სწავლის პროცესს. ჩვენ გვსურს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ და უარი ვთქვათ ფორმულების მექანიკურ დაზეპირებაზე.


ამ მიდგომით სწრაფად იზრდება მოზარდთა ინტერესი და მოტივაცია სწავლისადმი. ჩვენთან სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი მასალით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით (www.logicmeter.com) და სახალისო ინსტრუმენტებით. მოსწავლეები ეჩვევიან როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას, საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით რეალობას დაუკავშირონ თეორიული მასალა, იმუშაონ საინტერესო პროექტებსა და დავალებებზე.


როგორ მუშაობს?

________________________________________________________________________________________________________________________

  ან  

ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე.

ლოგიკმეტრის გუნდი ©


2 200 229