დისტანციური სწავლების სტრატეგია
13 მარტი 2020

ძვირფასო მშობლებო,

 

გაცნობებთ რომ, ლოგიკმეტრში სწავლა 30 მარტამდე შეჩერდება. ვითვალისწინებთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს და ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, გადავდივართ დისტანციურ სწავლებაზე. ლოგიკმეტრი გამოირჩევა ინოვაციური სასწავლო პლატფორმითა და მეთოდებით. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შევძლებთ მაქსიმალურად კომფორტული „სასწავლო სტრატეგია“ შემოგთავაზოთ, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ პირისპირ მუშაობის შანსი არ გვეძლევა, ვთვლით, რომ № 1 პრიორიტეტი ამ ეტაპზე ჯანმრთელობა და რთული პერიოდის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებაა.

 

ლოგიკმეტრის გუნდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რომ უმოკლეს დროში მოგაწოდოთ სასწავლო მასალები. გარდა ამისა, ვნერგავთ განსხვავებულ საკომუნიკაციო სისტემასაც. სოციალურ ქსელში შეიქმნება სპეციალური ჯგუფები საფეხურების მიხედვით, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს მოზარდების, მასწავლებლების და მშობლების დისტანციურ კომუნიკაციას (ჯგუფის ბმულს სასწავლო მასალებთან ერთად მოგაწვდით). აღნიშნულ ჯგუფში, შეძლებთ მოინიშნოთ კითხვები, რომლებსაც პედაგოგები უპასუხებენ ყოველ შაბათს, 16:00-დან 19:00 საათამდე. ამასთანავე, მეტი ინტერაქციულობისთვის ჯგუფში პედაგოგები სხვა და სხვა სახალისო აქტივობებსაც ატვირთავენ.

 

მათემატიკა-წიგნიერების ჯგუფებისთვის „დისტანციური სწავლების სტრატეგია“ – 0-დან 1 საფეხურის ჩათვლით ბავშვებისთვის:
ყოველი კვირის მასალას მიიღებთ არაუგვიანეს კვირა დღის 16:00 საათამდე. საშინაო დავალება აიტვირთება (ვებგვერდზე: www.Logicmeter.com), რომელსაც თავისთავად თან ახლავს პასუხის ახსნა. სისტემაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გადმოგიგზავნით დამატებით მასალებს, როგორც მათემატიკის ასევე წიგნიერების მიმართულებით.

 

მათემატიკა-წიგნიერების ჯგუფებისთვის „დისტანციური სწავლების სტრატეგია“ – 2-დან 7 საფეხურის ჩათვლით ბავშვებისთვის:
ყოველი კვირის მასალას მიიღებთ არაუგვიანეს კვირა დღის 16:00 საათამდე. საშინაო დავალება აიტვირთება (ვებგვერდზე www.Logicmeter.com), რომელსაც თავისთავად თან ახლავს პასუხის ახსნა. სისტემაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გადმოგიგზავნით დამატებით მასალებს: ლოგიკური ამოცანები დეტალური ახსნებით, „ტექნიკები“ (მათემატიკური მოქმედებების მარტივი შესრულებების ხერხები), „თვის წიგნები“ და ა.შ.

 

რაც შეეხება უკუკავშირს, თითოეულ მშობელს ვთხოვთ, ითანამშრომლონ ლოგიკმეტრის გუნდთან. ამ ეტაპზე, სასურველი შედეგის მისაღწევად, გარდაუვალია მშობლების ჩართულობა. გთხოვთ, გაეცნოთ მოწოდებულ მასალებს და დააკვალიანოთ მოსწავლეები. პორტალზე შესრულებული საშინაო დავალებების შედეგები, ავტომატურად აისახება პედაგოგების ელექტრონულ ჟურნალში, ხოლო გადმოგზავნილი მასალების შეჯამება და განხილვა ჩატარდება ელ-რეჟიმში, „ფეისბუქ“ ჯგუფების საშუალებით. აღნიშნული შედეგები იმოქმედებს წლიურ შეფასებაზე.

 

პირველ ეტაპზე, დისტანციური სასწავლო მასალები გადაეგზავნება ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მშობელს, ხოლო მომავალი კვირიდან მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც გადახდილი ექნებათ ლოგიკმეტრის საწევრო.

 

გაითვალისწინეთ! ჩვენი რეკომენდაციაა გამოიყენოთ შემოთავაზებული ელ-რესურსები. იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვით მის გამოყენებაზე, ლოგიკმეტრი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მიღებული ცოდნის ხარისხზე და თანამშრომლობას სექტემბრამდე შეაჩერებს.

 

რაც შეეხება, STEM რობოტექნიკის ჯგუფებს, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვა, თუმცა შეგიძლიათ გადაიხადოთ საწევრო, რომელიც შეგენახებათ და სწავლის დაწყებისთანავე აგინაზღაურდებათ თითოეული გაკვეთილი. (ჩატარდება კვირაში ორჯერ).

 

ინდივიდუალური მათემატიკის ჯგუფებს ვთავაზობთ - გადავიდნენ მათემატიკა-წიგნიერების ჯგუფების მსგავსად დისტანციურ სწავლებაზე ან ისარგებლონ უფლებით - საწევრო გადაუვადდეთ ვიზიტების აღდგენამდე.

 

3,4,5,6 და 13 მარტს, მათემატიკა-წიგნიერების მიმართულებით გაცდენილი გაკვეთილები ანაზღაურდება 20 ივნისს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მოგვწერეთ ფბ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  0322200229.

ლოგიკმეტრის გუნდი

ყველა სიახლე »