შერეული მოდულით სწავლების სტრატეგია
08 ოქტომბერი 2020

მშობლების გამოკითხვის შედეგად გადავწყვიტეთ, თითოეული თქვენგანის აზრი თანაბრად გავითვალისწინოთ და სწავლება გაგრძელდება ორივე ფორმატით, როგორც საკლასო ოთახებში ასევე დისტანციურად

 

 

 

 

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურად გრაფიკს და ჯგუფის ცვლილების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცენტრის ადმინისტრაციას (მეცადინეობები ჩატარდება მხოლოდ შაბათს)

10 ოქტომბერს, შაბათს, ვიზიტების მსურველებს ველოდებით გაკვეთილზე, საკლასო ოთახებში

 

0322 200 229

 
 
 
შაბათის გაკვეთილების განრიგი:

0/1/2/3/4/5/ საფეხური მათემატიკა-წიგნიერება
შაბათი I  მიღება - დაიწყება - 10:00 საათზე  და დასრულდება  - 12:30 საათზე
შაბათი II მიღება - დაიწყება - 13:00 საათზე  და დასრულდება  - 15:30 საათზე
შაბათი III მიღება - ჩატარდება დისტანციურად ყველა საფეხურზე.
 
6/7 საფეხური მათემატიკა-წიგნიერება, ჩატარდება სრულად დისტანციურად.
შაბათი I  მიღება 10:00 (6 საფეხური) 10:00-10:40 მათემატიკა / 10:50-11:30 მათემატიკა / 11:50-12:30 წიგნიერება
შაბათი II  მიღება 13:00 (6 საფეხური) 13:00-13:40 მათემატიკა / 13:50-14:30 მათემატიკა / 14:50-15:30 წიგნიერება
შაბათი III  მიღება16:00 (7 საფეხური) 16:00-16:40 მათემატიკა / 16:50-17:30 მათემატიკა / 17:50-18:30 წიგნიერება


რობოტექნიკა:
შაბათი I დონე - დაიწყება - 10:00 საათზე  და დასრულდება  - 11:40 საათზე
შაბათი II დონე - დაიწყება - 12:00 საათზე  და დასრულდება  - 13:40 საათზე
შაბათი I დონე - დაიწყება - 14:00 საათზე  და დასრულდება  - 15:40 საათზე
შაბათი III დონე - დაიწყება - 16:00 საათზე  და დასრულდება  - 17:40 საათზე
 
გვიხარია რომ ცენტრში ვიზიტების საშუალება გვეძლევა. ვუბრუნდებით სასწავლო პროცესს ყველა რეკომენდაციის დაცვით. გვინდა გთხოვოთ, აუხსნათ ბავშვებს, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები და დისტანცია. დერეფანში სიარულისას ატარონ პირბადე, არ თქვან უარი ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაზე, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი პედაგოგები..
 

მნიშვნელოვანია:
  • გოგონებს თმა ჰქონდეთ შეკრული;
  • ყველა მოსწავლემ თან იქონიოს პირბადე, საწერი კალამი და რვეული.
 
გაცნობებთ რომ:
  • მშობლებისთვის შეიზღუდა საკლასო ოთახებში შესვლა. მოცდა შეგეძლებათ მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში კაფის ან მისაღების ტერიტორიაზე.
  • კაფე არ იმუშავებს, გაიყიდება მხოლოდ ქარხნულად შეფუთული პროდუქტი (სასმელები და შოკოლადები). გადახდა შესაძლებელი იქნება ბარათით. გთხოვთ, ბავშვებს არ გამოატანოთ ნაღდი ფული.
  • ცენტრში შემოსვლამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ თერმო სკრინინგი. გთხოვთ, ცენტრში მოსვლამდე გაიკონტროლოთ ტემპეტატურა. 37 გრადუსი სიცხის მქონე ვიზიტორი და მისი თანმხლები პირები ცენტრის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.
  • თუ ბავშვს ცენტრში ყოფნის დროს დაუფიქსირდება ტემპერატურა 37 გრადუსი და მეტი, ან გამოვლინდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი, მას მშობლის მოსვლამდე იზოლირებულ ოთახში გადავიყვანთ.
  • გთხოვთ, მეცადინეობის დასრულებისას ბავშვს მოაკითხოთ დროულად, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით ვიზიტორის მისაღებში თავშეყრა. მოსწავლეებს მივიღებთ წინა კარიდან, ხოლო ცენტრს დატოვებენ უკანა კარიდან.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და აუცილებლად შეგვატყობინოთ თუ დაგიდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები. გისურვებთ ჯანმთელობას. გვჯერა რომ, თქვენი მხარდაჭერით, სასწავლო პროცესის წარმართვას ყველა წესისა და პირობის დაცვით, ჯანსაღ გარემოში შევძლებთ. . 
 
გმადლობთ რომ გვენდეთ და ჩვენთან ხართ. თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაგვიზიარეთ რეკომენდაციები, რომ შევქმნათ მაქსიმალურად მოსახერხებელი სერვისი.
 
ლოგიკმეტრის უპირატესობები: ბმული>>
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 0322 200 229; info@logicmeter.com
თბილისი, დელისის ქუჩა 2 (შესახვევი ასათიანიდან).
ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას!
ყველა სიახლე »