ლოგიკმეტრის სტიპენდია
29 ოქტომბერი 2020
ლოგიკმეტრის გუნდი ახალ პროექტს იწყებს
 
"ლოგიკმეტრის სტიპენდია"
 
პანდემია ჩვენ ვერ შეგვაჩერებს.
ვაგრძელებთ სწავლებას უწყვეტ, გამართულ რეჟიმში და ვქმნით ახალ პროექტებს
 

მიიღეთ მონაწილეობა მათემატიკურ ვიქტორინაში და მოიგეთ ერთთვიანი 100% -იანი დაფინანსება კურსზე - "მათემატიკა - წიგნიერება".

️სტიპენდია გათამაშდება თვეში ერთხელ.
 

წესები და პირობები:
  • ყოველ სამშაბათს, 17:00-ზე დაიდება ვიქტორინის ამოცანა. ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორს კი გადაეცემა მათემატიკური აკადემია - ლოგიკმეტრის 1 თვიანი სტიპენდია. გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი თვის 1-ელ რიცხვში;
  • იმ შემთხვევაში თუ ორ ან მეტ მომხმარებელს სწორი პასუხების რაოდენობა თანაბარი ექნება, ყურადღება მიექცევა კომენტარის დაწერის დროს;
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, გარდა ცენტრში 2020 სასწავლო წელს უკვე რეგისტრირებული და აქტიური მომხმარებლებისა, ლოგიკმეტრის თანამშრომლებისა;
  • გამარჯვებულს საშუალება ექნება ვაუჩერი თავად გამოიყენოს ან გადასცეს სხვას;
  • ვაუჩერის გააქტიურების ვადაა - მიმდინარე თვე;
  • სრული ერთთვიანი დაფინანსება ვრცელდება დისტანციურ სასწავლო პროგრამაზე - "მათემატიკა - წიგნიერება" (საფასური 115 ლარი) გაკვეთილები ტარდება შაბათ დღეს.
  • დაფინანსების მოგება და გამოყენება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კურსი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის I - VII კლასის ჩათვლით.

გაითვალისწინეთ:
 

  • არ ჩაითვლება ჩასწორებული და "Reply"-ში დაწერილი პასუხები;

  • 1 მომხმარებლისგან მიიღება მხოლოდ 1 პასუხი.

  • პრიზის მისაღებად აუცილებელია, მონაწილეს თითოეული კვირის ამოცანა გაზიარებული ჰქონდეს პირად ფეისბუქ გვერდზე.
     

გისურვებთ წარმატებას.

ცენტრის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: ბმული>>

სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: ბმული>>

 
ყველა სიახლე »