ლოგიკმეტრის აკადემიაში ვიზიტები განახლდა
14 მარტი 2021

შერეული მოდელით სწავლების სტრატეგია

ლოგიკმეტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ მშობლების სურვილებს და სწავლება გაგრძელდება ორივე ფორმატით, როგორც საკლასო ოთახებში ასევე დისტანციურად.

 

 

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურად გრაფიკს და ჯგუფის ცვლილების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცენტრის ადმინისტრაციას 0322 200 229 (მეცადინეობები ჩატარდება მხოლოდ შაბათს).

 

20 მარტს, შაბათს, 0-5 კლასის ჩათვლით, ვიზიტების მსურველ მოსწავლეებს ველოდებით გაკვეთილზე, საკლასო ოთახებში. (არ ეხება 16:00-საათიან ჯგუფს) 6/7 საფეხური მათემატიკა-წიგნიერება, ჩატარდება სრულად დისტანციურად.

 

შაბათის გაკვეთილების განრიგი

0/1/2/3/4/5/ საფეხური მათემატიკა-წიგნიერება

შაბათი I  მიღება - დაიწყება - 10:00 საათზე  და დასრულდება  - 12:30 საათზე (საკლასო ოთახებში)

შაბათი II მიღება - დაიწყება - 13:00 საათზე  და დასრულდება  - 15:30 საათზე (საკლასო ოთახებში)

შაბათი III მიღება - ჩატარდება დისტანციურად ყველა საფეხურზე. (0-დან მე-7 კლასის ჩათვლით)

 

6/7 საფეხური მათემატიკა-წიგნიერება, ჩატარდება სრულად დისტანციურად, უცვლელი გრაფიკით.

შაბათი I  მიღება 10:00 (6 საფეხური) 10:00-10:40 მათემატიკა / 10:50-11:30 მათემატიკა / 11:50-12:30 წიგნიერება

შაბათი II  მიღება 13:00 (6 საფეხური) 13:00-13:40 მათემატიკა / 13:50-14:30 მათემატიკა / 14:50-15:30 წიგნიერება

შაბათი III  მიღება 16:00 (7 საფეხური) 16:00-16:40 მათემატიკა / 16:50-17:30 მათემატიკა / 17:50-18:30 წიგნიერება

 

STEM რობოტექნიკა:

შაბათი I დონე - დაიწყება - 10:00 საათზე  და დასრულდება  - 11:40 საათზე

შაბათი II დონე - დაიწყება - 12:00 საათზე  და დასრულდება  - 13:40 საათზე

შაბათი I დონე - დაიწყება - 14:00 საათზე  და დასრულდება  - 15:40 საათზე

შაბათი III დონე - დაიწყება - 16:00 საათზე  და დასრულდება  - 17:40 საათზე

 

გვიხარია რომ ცენტრში ვიზიტების საშუალება გვეძლევა. ვუბრუნდებით სასწავლო პროცესს ყველა რეკომენდაციის დაცვით. გვინდა გთხოვოთ, აუხსნათ ბავშვებს, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები და დისტანცია. დერეფანში სიარულისას ატარონ პირბადე, არ თქვან უარი ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაზე, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი პედაგოგები.

 

მნიშვნელოვანია:

გოგონებს თმა ჰქონდეთ შეკრული;

ყველა მოსწავლემ თან იქონიოს პირბადე, საწერი კალამი და რვეული.

 

გაცნობებთ რომ:

მშობლებისთვის შეიზღუდა საკლასო ოთახებში შესვლა. მოცდა შეგეძლებათ მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში კაფის ან მისაღების ტერიტორიაზე.

კაფეში გაიყიდება მხოლოდ ქარხნულად შეფუთული პროდუქტი (სასმელები და შოკოლადები). სასურველია, ანგარიშსწორებისთვის ბარათები გამოიყენონ.

ცენტრში შემოსვლამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ თერმო სკრინინგი. გთხოვთ, ცენტრში მოსვლამდე გაიკონტროლოთ ტემპერატურა. 37 გრადუსი სიცხის მქონე ვიზიტორი და მისი თანმხლები პირები ცენტრის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

თუ ბავშვს ცენტრში ყოფნის დროს დაუფიქსირდება ტემპერატურა 37 გრადუსი და მეტი, ან გამოვლინდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი, მას მშობლის მოსვლამდე იზოლირებულ ოთახში გადავიყვანთ.

გთხოვთ, მეცადინეობის დასრულებისას ბავშვს მოაკითხოთ დროულად, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით ვიზიტორის მისაღებში თავშეყრა. მოსწავლეებს მივიღებთ წინა კარიდან, ხოლო ცენტრს დატოვებენ უკანა კარიდან.

მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და აუცილებლად შეგვატყობინოთ თუ დაგიდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები. გისურვებთ ჯანმრთელობას. გვჯერა რომ, თქვენი მხარდაჭერით, სასწავლო პროცესის წარმართვას ყველა წესისა და პირობის დაცვით, ჯანსაღ გარემოში შევძლებთ. .

 

გმადლობთ რომ გვენდეთ და ჩვენთან ხართ. თქვენი ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაგვიზიარეთ რეკომენდაციები, რომ შევქმნათ მაქსიმალურად მოსახერხებელი სერვისი.

ყველა სიახლე »