2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება!
10 სექტემბერი 2021

2021-2022 სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება!

 

 

 

 
 
ვწუხვართ, რომ მიმდინარე წელსაც არ მოგვეცა პირისპირ შეხვედრის საშუალება. ლოგიკმეტრის გუნდი მოუთმენლად ელოდებოდა ბავშვებს საკლასო ოთახებში, თუმცა ერთობლივი გადაწყვეტილებითა და მშობელთა დიდი ნაწილის თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვა უპირველეს პრიორიტეტად ავირჩიეთ.სამწუხაროა, მაგრამ მიმდინარე მდგომარეობით ერთ-ერთ მთავარ რისკ ჯგუფად ბავშვები დასახელდნენ, ჩვენ კი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შევუქმნით და 2021-2022 სასწავლო წელს სრულად დისტანციურ რეჟიმში წარვმართავთ.
 
  • მათემატიკა-წიგნიერების მეცადინეობები ჩატარდება მხოლოდ შაბათ დღეს;
  • STEM რობოტექნიკის კურსის დისტანციურად ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ ჩარიცხული საწევრო შეინახება ბალანსზე ან გადანაწილდება სხვა კურსებზე;
  • შუა კვირაში დარჩება სახალისო ინგლისურისა და მათემატიკის (მიკრო ჯგუფები) კურსები.

 

ჩართვამდე გასათვალისწინებელი ტექნიკური დეტალები:
  •  გადმოწერეთ და გაიარეთ ელ-ფოსტის საშუალებით ავტორიზაცია პროგრამა „Zoom"-ში (გადმოსაწერი ვერსია იხილეთ აქ: ბმული>>);
  •  ყოველ შაბათს, ელ-ფოსტისა და ესემეს შეტყობინების საშულებით გამოგეგზავნებათ პროგრამა "ზუმი"-ს ბმული, რომელსაც გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უნდა დააკლიკოთ იმ მოწყობილობით (ტელეფონი, კომპიუტერი), რომლითაც გსურთ შეხვედრაში ჩართვა და შეიყვანოთ წინასწარ გამოგზავნილი პაროლი: 123456.
  •  თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 40 წუთს და თითოეულ გამოგზავნილ ბმულს მითითებული ექნება შეხვედრის დაწყების დრო.
  •  0 საფეხურის ბავშვებისთვის წინასწარ მიიღებთ 2, „Zoom"-ის ბმულს (მათემატიკა, წიგნიერება), 20 წუთიანი შესვენებით.
  •  პირველი საფეხურიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის ჩატარდება 2, 40-წუთიანი მათემატიკა, 10-წუთიანი შუალედით და ერთი 40-წუთიანი წიგნიერება 20 წუთიანი შესვენების შემდეგ.
  •  უზრუნველყავით ბავშვები ყურსასმენებით, რომელსაც აქვს მიკროფონი, სამუშაო მასალით (ფურცლები, ფანქრები, კალმები) და მოუწყეთ მათ იზოლირებული გარემო;
  •  იმ შემთხვევაში თუ გაგეთიშათ წვდომა ონლაინ გაკვეთილთან, შეგიძლიათ იგივე ბმულის დახმარებით დაუბრუნდეთ საგაკვეთილო პროცესს.

 

გაითვალისწინეთ:
  •  თქვენი მხრიდან გაკვეთილზე დაუსწრებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო აღდგენას არ ექვემდებარება.
  •  "Zoom"-ის ბმულს მიიღებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებსაც გადახდილი ექნებათ ცენტრის საწევრო.
  •  ვიდეოჩანაწერი არ შეინახება.
 

დაუშვებელია თითოეული ჩვენგანის პირადი სივრცის დარღვევა. ნუ გადაიღებთ ფოტო და ვიდეო მასალას ჩართვის პროცესში. დავიცვათ ერთმანეთისა და ბავშვების უფლებები.
თუ ჩვენი მხრიდან შეიქმნება ტექნიკური ხარვეზი, გაკვეთილს აღვადგენთ კვირას (10:00-13:00 შუალედში).
უკუკავშირი:
ყოველი კვირის ბოლოს გაიცემა დავალებები ჩვენს პორტალზე, რომელზეც უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა მთელი კვირის განმავლობაში. დავალების შესრულების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: ბმული>>.
ყოველი კვირის ბოლოს, სისტემაში მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ დავალებები, რომელიც უნდა შეასრულოთ კვირის განმავლობაში.შაბათის გაკვეთილების განრიგი:
 
0 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 მათემატიკა / 11:00-11:40 წიგნიერება
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 მათემატიკა / 14:00-14:40 წიგნიერება
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 მათემატიკა / 17:00-17:40 წიგნიერება
1 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 წიგნიერება / 11:00-11:40 მათემატიკა / 11:50-12:30 მათემატიკა
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 წიგნიერება / 14:00-14:40 მათემატიკა / 14:50-15:30 მათემატიკა
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 წიგნიერება / 17:00-17:40 მათემატიკა / 17:50-18:30 მათემატიკა
2 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 მათემატიკა / 10:50-11:30 მათემატიკა / 11:50-12:30 წიგნიერება
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 მათემატიკა / 13:50-14:30 მათემატიკა / 14:50-15:30 წიგნიერება 
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 მათემატიკა / 16:50-17:30 მათემატიკა / 17:50-18:30 წიგნიერება
3 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 წიგნიერება / 11:00-11:40 მათემატიკა / 11:50-12:30 მათემატიკა
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 წიგნიერება / 14:00-14:40 მათემატიკა / 14:50-15:30 მათემატიკა
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 წიგნიერება / 17:00-17:40 მათემატიკა / 17:50-18:30 მათემატიკა
4 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 მათემატიკა / 10:50-11:30 მათემატიკა / 11:50-12:30 წიგნიერება
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 მათემატიკა / 13:50-14:30 მათემატიკა / 14:50-15:30 წიგნიერება 
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 მათემატიკა / 16:50-17:30 მათემატიკა / 17:50-18:30 წიგნიერება
5 საფეხური
შაბათი 10:00 / 10:00-10:40 წიგნიერება / 11:00-11:40_მათემატიკა / 11:50-12:30 მათემატიკა
შაბათი 13:00 / 13:00-13:40 წიგნიერება / 14:00-14:40_მათემატიკა / 14:50-15:30 მათემატიკა 
შაბათი 16:00 / 16:00-16:40 წიგნიერება / 17:00-17:40_მათემატიკა / 17:50-18:30 მათემატიკა
6-7 საფეხური
შაბათი 10:00(6 საფეხური) 10:00-10:40 მათემატიკა / 10:50-11:30 მათემატიკა / 11:50-12:30 წიგნიერება
შაბათი 13:00(6 საფეხური) 13:00-13:40 მათემატიკა / 13:50-14:30 მათემატიკა / 14:50-15:30 წიგნიერება
შაბათი 16:00(7 საფეხური) 16:00-16:40 მათემატიკა / 16:50-17:30 მათემატიკა / 17:50-18:30 წიგნიერება
 
FUN ENGLISH:
სამშაბათი-ხუთბათი -  I (5, 6 წელი) - 16:00 ; III (9, 10 წელი) - 17:30
ოთხშაბათი-პარასკევი  - II (7, 8 წლის) - 16:00 ; IV (11, 12 წელი) - 17:30
ფასი: 115 ლარი
 
 
მათემატიკა (მიკრო ჯგუფები):
გრაფიკი: ინდივიდუალური შეთანხმების საგანი
ფასი: 160 ლარი  (8 სესია, თითო 1 საათი).
 
 
კურსების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 0322 200 229; info@logicmeter.com
თბილისი, დელისის ქუჩა 2 (შესახვევი ასათიანიდან).
ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას!
ყველა სიახლე »