STEM რობოტექნიკა
კურსი დაფუძნებულია LEGO Education-ის მეთოდოლოგიაზე და მრავალწლიან გამოცდილებაზე, რაც დააგროვა ამ ორგანიზაციამ არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მუშაობისას. სწავლების მიზანია სხვადასხვა თეორიის ცხოვრებისეული ელემენტებით ახსნა და ცოდნის მიღების პროცესის გახალისება. ფიზიკური და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ეჩვევიან შემოქმედებით აზროვნებას და პოულობენ სხვადასხვა გზას თავიანთი პოტენციალის გამოვლენისთვის. ეს მიდგომა აღვივებს ინტერესს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერინგისა და მათემატიკის მიმართულებებით (STEM).
საგაზაფხულო და საზაფხულო სეზონი საკლასო ოთახებში ჩატარდება
კურსის ხანგრძლივობა: 30 აპრილი - 16 ივლისი (12 კვირა - 3 თვე)
5 - 12 წლის ბავშვებისთვის: კვირაში ერთი ვიზიტი (თითო 2 საათი);
I ჯგუფი (5 - 8 წლის ბავშვებისთვის): შაბათი - 10:00 სთ.
II ჯგუფი (9 - 12 წლის ბავშვებისთვის): შაბათი 12:00 სთ.
III ჯგუფი (5 - 8 წლის ბავშვებისთვის): შაბათი 15:00 სთ.
ფასი - 125 ლარი (4 ვიზიტი/კვირა)