2022-2023 სასწავლო წელი
06 ივლისი 2022
შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან საკლასო ოთახებში ვბრუნდებით. ახალი გრაფიკის დროულად არჩევა, ადგილების შეზღუდული რაოდენობით გამოწვეულ დისკომფორტს აგაცილებთ თავიდან. გასულ წელს, სასწავლო პროგრამებს „სახალისო ინგლისური“ დაემატა.
 
 
 
ადგილის დასაჯავშნად გთხოვთ, სასურველი გრაფიკი აირჩიოთ.
რეგისტრაციის ბოლო ეტაპი არის გადახდა.
სწავლა დაიწყება 17 სექტემბერს

2022-23 სასწავლო წლის მიმართულებებია
1. მათემატიკა-წიგნიერება (ლოგიკური მსჯელობა; შემეცნება; ტექსტის ანალიზი):
ასაკი: 5-დან 13-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: 0-1-2-3-4-5-6-7;
შუა კვირაში 2 ვიზიტი (თითო 1 სთ. 30 წთ.), ფასი: თვე/8 ვიზიტი - 145 ლარი.;
შაბათს 1 ვიზიტი (3 საათი), ფასი: თვე/4 ვიზიტი - 145 ლარი.;
ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი;
 
2. STEM რობოტექნიკა:
ასაკი: 5-დან 12-წლამდე ბავშვები;
I საფეხური (5, 6, 7, 8 წელი);
II საფეხური (8, 9, 10, 11, 12 წელი).
კვირაში 1 ვიზიტი, 1 სთ. და 40 წთ;
შეხვედრები ტარდება შაბათს;
ჯგუფში მაქსიმუმ 6 ბავშვი;
ფასი: თვე/4 ვიზიტი - 125 ლარი.
 
3. FUN ENGLISH
ასაკი: 5-დან 13-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: I - IV ;
შუა კვირაში 2 ვიზიტი (თითო 1 სთ. 30 წთ.);
ჯგუფში მაქსიმუმ 6 ბავშვი;
ფასი: თვე/8 ვიზიტი - 125 ლარი.
 
4. მათემატიკა (მიკრო ჯგუფები):
ასაკი: 6-დან 13-წლამდე ბავშვები;
საფეხურები: 1-2-3-4-5-6-7
2 ვიზიტი შუა კვირაში, თითო 1 სთ. 30 წთ;
ჯგუფში მაქსიმუმ 3 ბავშვი;
ვიზიტის საფასური: 20 ლარი.
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
ორი მიმართულების არჩევის და ოჯახიდან დედმამიშვილების დარეგისტრირების შემთხვევაში, სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდისას, ისარგებლებთ დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით;
შეგახსენებთ რომ, ჯგუფში ადგილის დასაკავებლად საჭიროა 1 სექტემბრამდე მინიმუმ 1 თვის საწევროს გადახდა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი არჩეული ჯგუფი ვადაზე ადრე შეივსება, მიიღებთ შეტყობინებებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
 
გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, გაკვეთილები სრულად გადაეწყობა დისტანციურ ფორმატზე.
გაითვალისწინეთ, საპატიოდ ჩაგეთვლებათ გაცდენები მხოლოდ და მხოლოდ ავადმყოფობისას ცნობის საფუძველზე. 
ჩარიცხული საწევრო უკან არ ბრუნდება. შესაძლებელია ავანსად ჩარიცხული თანხის გადავადება, რომელიც შეგენახებათ ბალანსზე.
 
კურსების დასრულების შემდეგ ბავშვებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას!
 
0322200229

 

ყველა სიახლე »