გონიერი თაობის აკადემიაში რეგისტრაცია დაიწყო
12 ივლისი 2021

ლოგიკმეტრი მეექვსე სასწავლო წელს იწყებს

 

 

მთელი ამ დროის განმავლობაში ვვითარდებოდით, ვიხვეწებოდით და მოსწავლეებზე მორგებულ, შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდოლოგიას ვქმნიდით.

დავამსხვრიეთ სტერეოტიპი -  რომ მათემატიკის სწავლა რთულია, მეთოდები გავამარტივეთ და სახალისო გავხადეთ.

გავაერთიანეთ მათემატიკა  წიგნიერებასთან და კომბინირებული მიდგომით სწავლის დონე გავაუმჯობესეთ.

„Lego Education“,  პროგრამის დანერგვით შემოქმედებითი უნარების განვითარებას შევუწყვეთ ხელი.

პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარვმართეთ, თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა „ოფლაინ“ სწავლების იდენტური, სტრუქტურიზებული და ეფექტური „ონლაინ“ გაკვეთილები.

სექტემბრიდან სიახლეებსაც გთავაზობთ. სასწავლო პროგრამებს „სახალისო ინგლისური“ დაემატა.

 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ბოლო ეტაპი არის გადახდა

 

2021-22 სასწავლო წლის მიმართულებებია:

1. მათემატიკა, წიგნიერება:

 ასაკი: 4-დან 13-წლამდე ბავშვები;

 საფეხურები: 04-05-1-2-3-4-5-6-7;

 შაბათს 1 ვიზიტი (3 საათი), ფასი: 8 სესია - 130 ლარი.;

 ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი;

 

4. FUN ENGLISH

 ასაკი: 5-დან 13-წლამდე ბავშვები;

ასაკი:  5-დან 12-წლამდე ბავშვები;

 შუა კვირაში 2 ვიზიტი (თითო 1 სთ. 30 წთ.);

 ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი;

 ფასი: 8 სესია - 115 ლარი.

 

5. მათემატიკა (მიკრო ჯგუფები):

 ასაკი: 6-დან 13-წლამდე ბავშვები;

 საფეხურები: 1-2-3-4-5-6-7

 2 ვიზიტი შუა კვირაში;

 ჯგუფში მაქსიმუმ 3 ბავშვი;

 ვიზიტის საფასური: 20 ლარი.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
  • ორი მიმართულების არჩევის და ოჯახიდან დედმამიშვილების დარეგისტრირების შემთხვევაში, სრული კურსის საფასურის ერთიანად გადახდისას, ისარგებლებთ დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით;
  • შეგახსენებთ რომ, ჯგუფში ადგილის დასაკავებლად საჭიროა 1 სექტემბრამდე მინიმუმ 1 თვის საწევროს გადახდა.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენი არჩეული ჯგუფი ვადაზე ადრე შეივსება, მიიღებთ შეტყობინებებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
  • ლოგიკმეტრის უპირატესობები: ბმული>>
  • ცენტრში მიღება მიმდინარეობს როგორც ვიზიტების, ასევე ონლაინ გაკვეთილების ფორმატით. გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ კვლავ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, გაკვეთილები სრულად გადაეწყობა დისტანციურ ფორმატზე.
  • კურსების დასრულების შემდეგ ბავშვებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

სწავლა დაიწყება 18 სექტემბერს.

ჩვენ ვზრდით გონიერ თაობას!

0322200229

ყველა სიახლე »